15opa-whiteback-pattern.png
Eka Burkadze.jpg

ეკა ბურკაძე

სურსათის უვნებლობის ექსპერტი

ᲡᲣᲠᲡᲐᲗᲘᲡ ᲣᲕᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ

კონსულტაცია თემაზე სურსათის უვნებლობა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია მწარმოებლებისთვის, რესტორნებისთვისა და სავაჭრო ქსელებისთვის.

კონსულტაცია დაეხმარება სურსათის მწარმოებელ კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ, შეიმუშაონ, დანერგონ საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკები  და დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

კონსულტაციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

 

  • წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა;

  • სურსათის უვნებლობის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები;

  • სურსათის საფრთხეები და ტემპერატურული რეჟიმები;

  • პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები;

  • HACCP პრინციპები

 

თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებთ კონსულტანტისაგან.

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 2 საათი

კონსულტაციის ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისათვის.