​ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲜᲒᲘ

ლექცია: 6

ხანგრძლივობა: 6 კვირა

ᲓᲐᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲓᲘ

კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის აღწერა

დღევანდელ მსოფლიოში არავის არაფრის წარმოება და შექმნა არ უჭირს. პროდუქტები და სერვისები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ერთმანეთს, ადამიანებს უჭირთ მათი განსხვავება და შედეგად ისინი იძულებულები არიან ფასით აირჩიონ. ფასით არჩევანი კი საფასო ომია, რომელიც დროთა განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება კომპანიების და მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - საფასო ომი მუდმივი წვალებაა. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთად ერთი გზა ძლიერი ბრენდის შექმნა და მისი მდგრადი, მომგებიანი დღეგრძელობის უზრუნველყოფაა. მდგრადი და მომგებიანი საქმიანობის წარმატების საფუძველს ბრენდის და ბრენდინგის სტრატეგიული მნიშვნელობის ცოდნა წარმოადგენს. საიდან იწყება ბრენდის შექმნა, როგოგორ გრძელდება მისი განვითარება და როგორ უნდა იმართოს ის, სწორედ ის საკითხებია რომლებზეც სტრატეგიული ბრენდინგის კურსზე ვისაუბრებთ.

კურსის დასაწყისი: 11 მარტი

ხანგრძლივობა: 6 კვირა

შესაძლებელია მაქსმუმ 50 ადამიანის დასწრება

ვისთვის არის კურსი

მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მფლობელებისთვის; სტარტაპერებისთვის, მეწარმეებისთვის, სტუდენტებისათვის; მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის; საზოგადოდ, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებსათვის.

კურსზე დასწრება ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის

 

კურსის მხარდამჭერია ფონდი EFSE

alex.jpg
ალექსი ჩიქოვანი

ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვების და კომუნკაციების 20 წელზე მეტი გამოცდილება როგორც კორპორაციული ისე საკონსულტაციო მიმართულებებით. GIPA - ს ასოცირებული პროფესორი სტრატეგიულ ბრენდინგში. სტრატეგიული ბრენდინგის ლექტორი სხვა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში და ტრეინინგ ცენტრებში

ᲒᲐᲔᲪᲐᲜᲘ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲡᲘᲚᲐᲑᲣᲡᲡ

1. რა არის ბრენდი და ბრენდინგი.
2. ბრენდის როლი და სტრატეგიული მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში.
3. რა სარგებელი მოაქვს ბრენდს;
4. რა სხვაობა ბრენდსა და პროდუქტს/სერვისს შორის;
5. ბრენდისა და ბრენდინგის როგორც ბიზნეს დისციპლინის წარმოშობის ისტორია;
6. საიდან იწყება ბრენდზე ფიქრი - ბრენდის რაციონალურ-ფუნქციონალური ნაწილს გამართვა
7. ბრენდის ემოციური სხვანაირობა;
8. ბრენდის სახელისა და ვიზუალის შექმნის კრიტერიუმები;
9. ბრენდის კომუნიკაცია: ტონი, ვერბალური კომუნიკაცია, შეხების წერტილები;
10. ბრენდის მართვის 20 პრინციპი.