15opa-whiteback-pattern.png

გიორგი სიმონგულაშვილი

საკონსულტაციო კომპანია GEC-ის პარტნიორი

ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ, ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ

წინამდებარე კონსულტაციის ფარგლებში შესაძლებელია თქვენი კომპანიის  სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, ბიზნეს მოდელის შესახებ ხედვის გამომუშავება და ფინანსური მართვის მიმართულებით საჭირო გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებას. 


კონსულტაციის დროს განხილული  შეიძლება იყოს შემდეგი თემები:

  • როგორ დავსახოთ სტრატეგია და მოვახდინოთ სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირება, ასევე რომელი ინდიკატორები გამოვიყენოთ რომ ვმართოთ და შევამოწმოთ მიზნების შესრულება;

  • როგორი ბიზნეს მოდელით შეიძლება განვახორციელოთ სტრატეგია ან მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზნებს

  • ფინანსური გადაწყვეტილებები რომელიც საჭიროა სტრატეგიის განსახორციელებლად, მათ შორის:

    • კაპიტალის სტრუქტურა

    • საბრუნავი კაპიტალის მართვა

    • ნულოვანი მოგების პარამეტრები  

კონსულტაციის შედეგად კომპანიის წარმომადგენლები შეძლებენ:

  • საკუთარი კომპანიის სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას

  • საკუთარი კომპანიის ბიზნეს მოდელის შეფასებას

  • კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის და ღირებულების შეფასებას

  • საჭირო გარე დაფინანსების ოდენობის განსაზღვრას

 

კონსულტაცია განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კომპანიის და ასევე მოზრდილი კომპანიების მაღალი დონის მენეჯერებისთვის და კომპანიის მფლობელებისათვის.

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 2 საათი

კონსულტაციის ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისათვის.

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram

© 2020 ყველა უფლება დაცულია